Variotherm

პროდუქტის შესახებ​

იატაკქვეშა არხული გათბობის სისტემა მონტაჟდება ვიტრაჟული ტიპის კედლებთან, საიდანაც, როგორც წესი, დიდია სითბოს დანაკარგები. შედეგად, მოკლე დროში იქმნება თბილი ჰაერის ნაზი ფარდა, რომელიც ცირკულირებს ცივ ზედაპირებზე. ის იცავს შენობას ცივი ნაკადებისგან და ქმნის თბილ და კომფორტულ კლიმატს.

იცავს სიცივისგან

ხელს უშლის სითბოს დაკარგვას

ათბობს ეფექტურად

როგორ მუშაობს

არხული სისტემის კონვექტორები ჩამონტაჟებულია იატაკში, შემინული ტიხრის წინ და სრულდება იატაკის საფარით. Variotherm-ის იატაკქვეშა, არხული გათბობის სისტემის ბირთვი არის გამაცხელებელი ელემენტი: ეს არის სპილენძის მილი ალუმინის ბალიშებით. მილში მიედინება ცხელი წყალი, რომელიც ათბობს ლუვრებს. ცივი მინის ზედაპირების გასწვრივ იქმნება თბილი ჰაერის ფარდა, რაც იცავს ოთახს ცივი ნაკადისგან. ამავდროულად, სისტემა ამცირებს შიდა, თბილი ჰაერის დანაკარგს.ამ ფიზიკურ რეაქციას კოანდას ეფექტი ეწოდება.
 

იატაკქვეშა არხული გათბობის უპირატესობები

  • მარტივად მოსავლელი
    იხსნება და იწმინდება. ზაფხულში ბადეები შეიძლება შეიცვალოს საფარის პანელებით იმავე სტილში, როგორც იატაკის საფარი.
  • მრავალფეროვანი ხელმისაწვდომია სამ ფერში, რაც შესაზლებლობას იძლევა შეუხამოთ ინტერიერს
  • ფუნქციური ეფექტურია როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე ან სხვა დანიშნულების ფართში

ხშირად აინტერესებთ

სისტემა მუშაობს თბურ ტუმბოზე, რომელიც თავის მხრივ მოიხმარს ელექტრო და გარემოს ბუნებრივ ენერგიას.

ღირებულების გამოსათვლელად საჭიროა კონსულტაცია.

GO TOP